არ მჯერა

მე არ მჯერა მეძავის, რომელსაც „უბრალოდ სხვა გზა არ აქვს“, მაგრამ არც სხვა გზის არსებობის მჯერა.

მე არ მჯერა დემოკრატის, რომელსაც ბავშვობაში სცემდნენ.

მე არ მჯერა „თეთრი ღრუბლების“ მიღმა დამალული ყოვლისშემძლე ბაბულიკის, რომელიც ცუდი ამინდისას სადღაც ქრება… და იცით რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრება თავადაა ცუდი ამინდი.

მე არ მჯერა ქართულის მასწავლებლის, რომელიც 5+8-ს კალკულატორით ანგარიშობს. Continue reading “არ მჯერა”

Piledriver Waltz

Submarine

ჰო, არანაირი რომანტიკა –
1.No pet name (s)
2.No hand-holding
3.NO EMOTIONS (gay)

დღესაც ჩვეულებრივად გათენდა, გასაკვირია.
თუმცა, ხომ არსებობს ხვალის იმედი? იმედი, რომელსაც თვალებში ვუყურებთ და ვფლიდობთ-
„აჰ, მე იმედი მაქვს ბევრ წიგნს მაჩუქებენ.
ნწ, მე მანქანა მინდა.
მე სახლი.
მე ახალი ბლოკნოტი, რომ მეტი ვწერო. ბარემ საწერი კალამიც.
მე … მე… მე…“

მე იმედი მაქვს მას მართლა აღმოაჩნდება arctic monkeys მაისური.
არასდროს დამავიწყდება, რომ ჩვენ ყველანი არაფრისგან ვართ შექმნილნი. ძალიან მარტივია, ჟელეს, რომელიც მტკიცე ქსოვილად გადაიქცა, ჩვენ კანს ვუწოდებთ. ვჭრით მას, როცა უიმედოდ გვიყვარს, როცა დეპრესიაში ვართ, როცა სიკვდილი გვინდა. მას ჭრიან  დანები, ბრიტვები, ტყვიები, ფრჩხილები.

არ დამავიწყდება. სწორედ ამიტომ, ამ გასაკვირად ჩვეულებრივ დილასაც არაფრისგან შექმნილ ხალხში გავედი. გზა სამსახურისკენ მოსაწყენია. ქუსლებზე შემდგარი, მორბენალი ქალები. ჩანთები, ფურცლები. გამოუძინებელი თვალები.

ჩვენ, მიწისგან შექმნილებს და მიწისკენ მიმავალ ხალხს მტვერი გვაქვს. ყველას განსხვავებული სურნელით. ხელების, მკლავების, ტუჩების, ცხვირების ერთმანეთზე ხახუნით მტვერი გვცვივა. ასე, ჩვენ. უგრძნობელი და უემოციო ხალხი სანაგვეზე აღმოვჩნდით, სწორედ იმ წამს, როდესაც მეეზოვემ მოგვგვა.

არაუშავს, იმედი ხომ ვახსენე?!
მეც, წითელ, ძველისძველ პალტოში, მუქ სათვალეებში, გახუნებულ ჩანთამოკიდებული მივაბიჯებ. სწრაფად, მაგრამ არ მივრბივარ.  თან ადამიანებს ვაკვირდები, თან გუშინწინდელ კევს ვღეჭავ, რომელიც გუშიწინაც და გუშინაც მოკუნტულად მოთავსდა ჩემი საწოლის თავზე.
ასე ყველანი ვაკეთებთ. აღიარეთ.

ერთი წამით შევყოვნდი. გვერდით ავტობუსის გაჩერება იყო. სამსახურამდე 4 კვარტალი. ავტობუსში ჩავჯექი და დავმძიმდი. მაგრამ ვიცოდი, რომ ამ სანტიმეტრებს, მეტრებს და კილომეტრებს იმისთვის გავდიოდი, რომ უკან დავბრუნებულიყავი. უკან- სახლში.

ზოგჯერ ცხოვრებაშიც ასეა. ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ უკან დავბრუნდეთ. მე მძინავს, რომ დავბრუნდე უკან, ჩემს სოფელში… წინ რომ ზღვა იყო, უკან კი უზარმაზარი, დათოვლილი მთები. თუ პირიქით?

მე კი ისევ ავტობუსში ვარ და ადამიანებს ვათვალიერებ. ზუსტად იქ ჩამოვხტი, სადაც საჭირო იყო – შევაბიჯე ფურცლების და კომპიუტერების, პრინტერების და პროცესორების ურიტმო ხრიალში. მთელი დღე ასე, ხრიალში გავიდა.

აქ მოსული ადამიანებიც ხრიალებენ. ყვირიან, ჩვენი უფლებები ირღვევა, ეს რა დემოკრატიაა, ნაგავი უფროაო. მე მათ ვეთანხმები. ისინი მართლაც სანაგვეები არიან, სადაც უფლებები, დემოკრატია და ნაგავი იყრება. მათი ნარევი კი აჯაფსანდალია.

დიახ, თქვენ კაფეში, სტეიკის ნაცვლად აჯაფსანდალი მოგიტანეს. თქვენ არ იჩივლებთ, დარწმუნებული ვარ (პრინციპში რა აზრი აქვს?) და კაფიდან იმედგაცრუებული გახვალთ.

მე მზად ვარ თქვენს დაკრძალვაზე მოვიდე, თუკი თქვენი სიკვდილის მიზეზი ზემოთხსენებული სანაგვეობა იქნება.
ეს ვიფიქრე, რეალურად, კი ამ მოხრიალე ქალბატონს პირობა მივეცი, რომ მის სახლში წყალი აღარ გაითიშება. ისიც წავიდა. ასე ვთქვათ, „გასწორებულში“ იყო.
ისევ ავტობუსით დავბრუნდი უკან, რადგან გაწვიმდა.
ბაბუაჩემი გამახსენდა. ის ბრმაა. მგონი რაღაცის გამო, მაგრამ არ ვიცი. მართლა, არც დავინტერესებულვარ. ბაბუაჩემთან არაფერი მაკავშირებს გარდა სიბრმავეზე და სიბნელეზე საუბრისა.

ის მიმტკიცებს, რომ სიბრმავე ყველაზე კარგი რამაა, რაც კი შეიძლება ადამიანს შეემთხვას. ამბობს, აქაოდა, ძალიან საინტერესო ფიგურებს, ფერად ნივთებს ვხედავ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მახინჯ, კურდღლისტუჩიან პრეზინდენტს ვუყუროო.

თეორია კარგია, მაგრამ წეს ნომერ 3-ის თანახმად მსგავს ემოციურ, პოეტურ და გიჟურ საუბრებს უყურადღებოდ შევხვდე. ამიტომ, ყველაზე კარგი რამ, რაც ადამიანს შეიძლება შეემთხვას, ეს სიკვდილია. ხოლო, რაც შეეხება პრეზიდენტის კურდღლის ტუჩს, განა ვერაფერს ვიტყვი, პირიქით, სექსუალურობასაც მატებს, მგონი.

შევამჩნიე, რომ თითი მქონდა გაჭრილი. შევშინდი, სად მოვახერხე -მეთქი, მაგრამ ჩემს წითელ პალტოს უხდებოდა.
ვუყურებდი როგორ გუბდებოდა სასიამოვნო სურნელის წითელი სითხე. ნელ-ნელა ტუჩთან მივიტანე და გემო გავუსინჯე. მომეწონა. ვერაფერს დაუწუნებს კაცი. მთელი დარჩენილი გზა თითს ვლოკავდი. თან მეღიმებოდა, როცა გვერდით მჯდომ ბიჭს ვუყურებდი.
კიდევ კარგი, ჩემი გაჩერების დროც მოვიდა.

გზა გაჩერებიდან სახლამდე ყველაზე სასიამოვნოა. მერე რა, რომ ამ სახლს ვიღაც ნაძირალასგან ნაქირავები საკუჭნაო ჰქვია?
მეც.. მისთვის ერთი პატარა ლაწირაკი ვარ, რომელსაც სასახლე იაფად მიაქირავა.
საღამოა. 7 საათი. არც ერთი წამით ნაკლები, არც ერთი წუთით მეტი.
7 საათია და ყველაფერი იდეალურადაა.
19:06
ზარია. დიახ, ეს ზარია. ზარი, არა, ზარი მეგობართან არა. კარზე.
მე მივვარდი, წამის მეასედში იქ გავჩნდი და უჩვეულოდ გავიხედე ნახვრეტში, იმ უჩვეულოდ გახარებული თვალებით, რომელიც სიახლეს ელოდება….

-კაბელური – თავაუღებლად მომახალა ახალგაზრდა, საშუალო სიმაღლის მამაკაცმა.
-რატომ? – უჩვეულოზე მეტად ნაწყენმა ჩავიჩურჩულე.
ბიჭმა ამომხედა და გაეღიმა.
დიალოგი იმაზე ადრე დამთავრდა, ვიდრე ფულს გადაითვლიდა. მე არც ეს უკანასკნელი ვაცადე და კარი გავიხურე.
კაბელურზე ტელევიზორი გამახსენდა. რაღაც სულელური ბოევიკი გადიოდა.

კიდევ ერთხელ გამახსენდა, როგორ მენატრება ხელის მოჭიდება მოაჯირზე და ჰორიზონტის ყურება.
მართლაც, ფილმმში ცხელმა ტყვიამ ჰაერი გააპო – ახლაგაზრდა, ნორჩი ყმაწვილი მიწაზე დაეცა.
ჩვენ, ყველანი გასროლიდან გასროლამდე ვცხოვრობთ.

ლურჯი ფირი 10-6


… მენათურეს შემთხვევით ერთი ფირი ძირს დაუვარდა.

მგონი ვერ შენიშნა, ძალიან ბევრი “პლაწინკა” ჰქონდა იღლიაში ამოჩრილი.
-უკაცრავად, ფირი დაგივარდათ, ერთი ფირი…
ახლოს იყო, მაგრამ არ შემოტრიალდა, ვერ ავედევნე. შემრცხვა, ძნელია, როცა ადამიანს მთელი წლებია აკვირდები და ერთ დღესაც შანსი გეძლევა, რომ გაიცნო.
ყოველი ნაკვთი შესწავლილი გაქვს, მისი თხელი კეხიანი ცხვირი მუდამ თვალწინ გიდგას.. მოკუმული, ღია შინდისფერი ტუჩებიც. Continue reading “ლურჯი ფირი 10-6”

ყვითელი მონოლოგი

ის, რაც დასკვნაა, შესავლად გავხადე. მხოლოდ იმიტომ, რომ შენმა მოკლე ნეირონებმა ადეკვატურად (ცუდი სიტყვაა. ბიძნური კაპიტალისტების მოგონილი) აღიქვა. ეს ის სათქმელია, რომელმაც ზუსტად ისეთი ზღვები და მთები გამოიარა, ეროტიკულ ზღაპრებში რომ არის.

-არარაობა ვარ. არა რაობა.

შენც კი იცი ჩემი ოთახი. ის, ბუნაგს რომ ჰგავს.
ერთი რკინის, ჩემი დიდი ბებიის ნაქონი საწოლი. ხის კედლებით, თაგვის დახრხნილი კომოდით, ერთი ჩამრთველ-გამომრთველით და ერთი თაროთი, რომელზეც ორი წიგნი – ფიზიკის მეათე კლასის სახელმძღვანელო და ახალი აღთქმა, და ერთი, გაცვეთილი ბლოკნოტი დევს, Continue reading “ყვითელი მონოლოგი”